 |
Top 10 Sites |
|
|
|
SMS-ქისა პროექტით სარგებლობის წესები |
|
SMS-ქისა პროექტით სარგებლობის წესები:
პროექტის მონაწილის ანგარიშის გადაცემა მესამე პირისთვის
პროექტის მონაწილის ანგარიშის გადაცემა მესამე პირისთვის დაუშვებელია. საიტის გაყიდვის, გადაცემის ან სხვა ფორმით გასხვისების შემთხვევაში საიტის ახალმა მფლობელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია SMS-ქისა პროექტში და მიიღოს ახალი კოდი საიტზე განთავსებისთვის.
კოდის შეცვლა
პროექტის მონაწილეს არ აქვს უფლება შეცვალოს SMS-ქისა პროექტიდან მიღებული კოდი. კოდი უცვლელად უნდა განთავსდეს პროექტის მონაწილის საიტზე. ასევე SMS-ქისა პროექტი იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს პროექტის მონაწილის განაახლოს მის საიტზე განთავსებული კოდი. მოთხოვნა გაეგზავნება პროექტის მონაწილის ელფოსტის მისამართზე.
კოდის განთავსება
პროექტის მონაწილეს აქვს უფლება განათავსოს მიღებული კოდი ნებისმიერ თავის საიტზე, ნებისმიერ გვერდზე განუსაზღვრელი რაოდენობით. SMS-ქისა პროექტი არ აგებს პასუხს საიტების კონტენტზე.
წახალისება
პროექტის მონაწილეს აქვს უფლება წაახალისოს თავისი საიტის მომხმარებლები რათა მათ უფრო აქტიურად გამოაგზავნონ მოკლე ტექსტური შეტყობინებები მისი საიტის მხარდაჭერისთვის. პროექტის მონაწილეს შეუძლია მიანიშნოს საიტის მომხმარებლებს სხვადასხვა ფრაზებით: "მხარი დაუჭირეთ ჩვენს საიტს", "დააკლიკეთ და გამოგვიგზავნეთ SMS-ი" ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით.
გადასახადები
პროექტის მონაწილე ვალდებულია თავად გადაიხადოს კანონმდებლობით დაკისრებული ყველა გადასახადი მიღებული შემოსავლებიდან. SMS-ქისა პროექტი არ აგებს პასუხს პროექტის მონაწილის მიერ დაშვებულ დარღვევებზე.
პასუხისმგებლობა
SMS-ქისა პროექტი იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას სწორად დათვალოს მის მოკლე ნომრებზე გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები და გადაურიცხოს პროექტის მონაწილეს მის მიერ მიღებული შემოსავალი. SMS-ქისა პროექტი არ აგებს პასუხს რაიმე ტექნიკური სხვა ტიპის შეფერხებების გამო პროექტის მონაწილისათვის მიყენებულ პირდაპირ ან ირიბ ზარალზე რომელიც აღემატება პროექტის მონაწილის მიერ SMS-ებით მიღებულ შემოსავალს.
კონფიდენციალურობა
SMS-ქისა პროექტი ვალდებულია დაიცვას პროექტის მონაწილეების კონფიდენციალურობა და არ გადასცეს მესამე პირს ინფორმაცია პროექტის მონაწილეების შესახებ პროექტის მონაწილის თანხმობის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარეშე.
ცვლილებები წესებში
SMS-ქისა პროექტი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები პროექტით სარგებლობის წესებში. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში პროექტის მონაწილეები მიიღებენ შეტყობინებას თავიანთ ელფოსტის მისამართზე.
უფლებები
SMS-ქისა პროექტი იტოვებს უფლებას გააუქმოს პროექტის მონაწილის ანგარიში სისტემაში, თუ პროექტის მონაწილე დაარღვევს პროექტით სარგებლობის წესებს ან უარს განაცხადებს მომავალში დამატებული წესების შესრულებაზე. ამასთან ერთად, SMS-ქისა პროექტი იღებს ვალდებულებას გადაურიცხოს პროექტის მონაწილეს პროექტით სარგებლობის შეწყვეტის დღემდე მის ანგარიშზე დარჩენილი ნაშთი.
|
|